
ზამთარი
ბაკურიანი ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოს სამთო კურორტებს შორის. მზის ხანგრძლივი ნათება, მაღალი მთის კლიმატი, ზომიერი თოვლი, სხვადასხვა სირთულის 12 სათხილამურო ტრასა, ულამაზესი ხედები, განთქმული ქართული სამზარეულო და ოჯახური სიმყუდროვე – დაუვიწყარს ხდის აქ გატარებულ ზამთარს!
ბაკურიანი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის უნიკალური ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი ტურისტული მარშრუტები – ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საწინდარია.

საქართველოს პირველობა სათხილამურო სპორტში
2010-01-24
9-10, 23-24 იანვარს ბაკურიანში ჩატარდა სათხილამურო სპორტში საქართველოს პირველობის 1-ლი და მე-2 ეტაპები.
ვრცლად
ახალი გვერდი
2010-01-23
ჩვენს საიტს დაემატა ახალი გვერდი http://www.bakuriani.ge/videos.php
ვრცლად
ყინულის ფესტივალი დასრულდა
2010-01-14
ყინულის ფესტივალი ბაკურიანში 13 იანვარს დიდი ფეიერვერკით დასრულდა.
ვრცლად
იხილეთ ყველა




